რატომ ჩვენ


შესაძლებელია ნებისმიერ მგზავრს გაუჩნდეს კითხვა - რატომ უნდა ვისარგებლო თქვენი სერვისებით და გადავიხადო ფული, თუ კი შემიძლია თავად მივმართო ავიაკომპანიას და მივიღო კომპენსაცია?

საქმე ისაა, რომ პრაქტიკაში ძალიან ხშირად კომპენსაციის მიღება არც ისე იოლია როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მართალია ყველა ავიაკომპანიას აქვს საკუთარი ვებ-გვერდზე ინდივიდუალური საჩივრების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა ავიაკომპანიები ხშირად ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ მგზავრის ინდივიდუალურ საჩივარს, გაწელონ დრო, მგზავრს შესთავაზონ სხვა ალტერნატიული სარგებელი რაც გაცილებით ცოტაა ვიდრე კუთვნილი კომპენსაცია, მოიყვანონ „დამაჯერებელი“ თუმცა არასწორი კონტრარგუმენტი ან სხვა სხვე მეთოდებით აიძულონ მგზავრს ხელი ჩაიქნიოს კუთვნილ კომპენსაციაზე. ავიაკომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან აირიდონ კომპენსაციის ვალდებულება, ისინი ხშირად იმედოვნებენ რომ ინდივიდუალური მგზავრები ვერ შეძლებენ რთულ და გრძელ იურიდიულ პროცედურებს ბოლომდე გაყვნენ ან/და საჭიროების შემთხვევაში იდავონ სასამართლოში. როდესაც კლიენტის ინტერესებს იცავს იურიდიული კომპანია, ავიაკომპანიისთვის ცხადი ხდება, რომ შეუძლებელი იქნება მარტივი უარით პასუხისმგებლობის თავისგან არიდება. იურიდიული კომპანია მზად არის ბოლომდე გაიაროს ყველა რთული და გრძელი იურიდიული პროცედურა, სათანადოდ შეადგინოს ყველა იურიდიული დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს და ბოლომდე დაიცვას მგზავრის ინტერესები. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანიას უწევს არამხოლოდ კომპენსაციის გადახდა, არამედ დამატებით სასამართლოსა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება. სწორედ ამიტომ ავიაკომპანია იძულებული ხდება შეასრულოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და დროულად, სასამართლო დავის გარეშე გადაუხადოს მგზავრს კუთვნილი კომპენსაცია.

კომპლექსური და სპეციფიკური ცოდნა - მგზავრთა უფლებები რეგულირდება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული საკანონმდებლო აქტებით. მგზავრთა უფლებების წარმატებით დაცვისათვის საჭიროა ყველა ამ აქტის კომპლექსური ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი. გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული სხვადასხვა პრეცედენტული გადაწყვეტილებები რომლებიც დამატებით განმარტავენ ავიაკომპანიათა ამ ვალდებულებას და აწესებენ სტანდარტებს. ეს წესები და სტანდარტები მუდმივად ცვალებადია და საჭიროებს მუდმივ შესწავლას და ანალიზს. მგზავრთა უფლებების წარმატებით დაცვისთვის აუცილებელია ყველა ამ საკანონმდებლო აქტისა და სასამართლო პრეცედენტების დეტალური ანალიზი და ცოდნა და მათი სწორად გამოყენების უნარი. ძალიან რთულია ინდივიდუალურმა მგზავრმა დეტალურად იცოდეს ყველა ამ წესისა და სტანდარტის შესახებ, მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს მისი პროფესია არ არის. ჩვენი კომპანია აერთიანებს იურისტების და ავიაციის სპეციალისტების ჯგუფს რომელთაც აქვთ ამ საკითხების ღრმა ექსპერტული ცოდნა, მუდმივად საქმის კურსში არიან ყველა საერთაშორისო ან ეროვნული რეგულაციის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და სიახლეების შესახებ.  სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია უკეთესად დავიცვათ თქვენი უფლებების ავიაკომპანიასთან ურთიერთობაში.

დრო - ავიაკომპანიასთან დავის წარმოება კომპენსაციის მიღების მიზნით დაკავშირებულია გარკვეულ იურიდიულ პროცედურებთან რაც მოითხოვს დროს. ჩვენთვის მომართვის შემთხვევაში თქვენ ზოგავთ დროს. საკმარისია მოგვწეროთ თქვენი პრობლემის შესახებ მისამართზე: claim@skylawyer.ge ან შეავსოთ საჩივრის ფორმა რასაც დაჭირდება მაქსიმუმ 3 წუთი. ამის შემდეგ ჩვენ შევისწავლით თქვენს საქმეს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ყველა საჭირო პროცედურად ავიაკომპანიასთან თქვენი უფლებების დასაცავად.

ხარჯები - იმ შემთხვევაში როდესაც ავიაკომპანია უსამართლოდ ეუბნება მგზავრს უარს კომპენსაციის გადახდაზე, მგზავრს შეუძლია მოუწიოს დავის გაგრძელება სასამართლოში ან სხვა სამართლებრივი პროცედურების მოშველიება. ეს პროცედურები დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, რაც, როგორც წესი, გაცილებით აღემატება მგზავრის კუთვნილი კომპენსაციის ოდენობას და შესაძლებელია მგზავრმა ვერ შეძლოს ამ ხარჯების გაწევა. ჩვენთვის მომართვის შემთხვევაში კომპანია მზად არის გაწიოს ყველა საჭირო ხარჯი და დააფინანსოს ყველა სამართლებრივი პროცედურა რათა დაიცვას მგზავრის უფლებები.

კონკურენტული ფასი - ჩვენი მომსახურების საფასური არის მოპოვებული კომპენსაციის 25%, რაც ყველაზე კონკურენტული ფასია მსოფლიოს მასშტაბით.