ჩვენი სერვისები


კომპანია Sky Lawyer  ავიამგზავრებს თავაზობს იურიდიულ მომსახურებას ავიაკომპანიასთან ურთიერთობაში. 

Sky Lawyer გთავაზობთ თქვენი უფლებების დაცვას და იურიდიულ დახმარებას შემდეგ შემთხვევებში:

  • ფრენის დაგვიანება - თუ ავიაკომპანიის ბრალით თქვენი ფრენა დაგვიანდა, რის გამოც თქვენ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დააგვიანეთ 3 საათოთ ან მეტი დროით, თქვენ შესაძლებელია გეკუთვნოდეთ ფულადი კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე ოდენობით. 
  • ფრენის გაუქმება - თქვენ აგრეთვე შესაძლებელია გეკუთვნოდეთ ფულადი კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე თუ ავიაკომპანიის ბრალით თქვენი ფრენა გაუქმდა, რის შესახებაც ავიაკომპანიამ არ შეგატყობინათ მინიმუმ 14 დღით ადრე
  • ჩასხდომაზე უარი - ხშირად ავიაკომპანიები კონკრეტულ რეისზე უფრო მეტ ბილეთს ყიდიან, ვიდრე თვითმფრინავში ადგილების რაოდენობაა. ასეთ შემთხვევას „ოვერბუქინგი“ (overbooking) ეწოდება. თუ ოვერბუქინგის (გადაჯავშნის) გამო ან თქვენგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით ავიაკომპანია უარს გეუბნებათ საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, თქვენ შესაძლებელია გეკუთვნოდეთ ფულადი კომპენსაცია 25 დან 600 ევრომდე.
  • ბარგის დაკარგვა  - თუ თქვენი ფრენიდან გასულია 21 დღე და თქვენი ბარგი კვლავ არ ჩამოსულა, თქვენი ბარგი დაკარგულად ითვლება. ასეთ დროს ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს აუნაზღაუროს ბარგის დაკარგვით გამოწვეული მატერიალური ზიანი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, Sky Lawyer-ის გუნდი დაიცავს თქვენს ინტერესებს და დაგეხმარებათ ავიაკომპანიისგან კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში ან სხვაგვარი ზიანის ანაზღაურებაში.

ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ შეავსოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული აპლიკაცია და მოგვიყვეთ თქვენი პრობლემის რაც ჯამში მაქსიმუმ 2 წუთს წაგართმევთ და აპლიკაციის ბოლოს ელექტრონულად ხელი მოაწეროთ მინდობილობას, რომლის საფუძველზეც ჩვენ შევძლებთ თქვენი ინტერესების დაცვას.

ამის შემდეგ ჩვენ უფასოდ შევისწავლით თქვენს პრობლემას და შეგატყობინებთ გეკუთვნით თუ არა ავიაკომპანიისაგან კომპენსაციის მიღება. ამის შემდეგ, ჩვენ თქვენი სახელით შევადგენთ საჩივარს და ყველა საჭირო იურიდიულ დოკუმენტს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან და ბოლომდე დავიცავთ თქვენს უფლებებს.

Sky Lawyer თავისთავზე იღებს დავის წარმოების პროცესში არსებულ ყველა ხარჯს.

ჩვენი მომსახურების საფასური შეადგენს ავიაკომპანიისაგან მოპოვებული ფულადი კომპენსაციის 25%-ს.

კლიენტს არ უწევს არანაირი ხარჯის გაწევა ან საფასურის გადახდა წინასწარ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და მოვიპოვებთ კომპენსაციას ავიაკომპანიისაგან, ჩვენი მომსახურების საფასურის სახით დავაკავებთ კომპენსაციის 25%-ს ხოლო დარჩენილი 75% გადაერიცხება კლიენტს. თუ კომპენსაცია ვერ მოვიპოვეთ, კლიენტს არ უწევს არანაირი საფასურის გადახდა ან ხარჯის დაფარვა.