ხშირად დასმული კითხვები



მოთხოვნის გაგზავნა

კარგი ამინდის მიუხედავად ჩემი მოთხოვნა კომპენსაციის გაცემაზე არ დაკმაყოფილდა, რატომ?

ჩვენ გვსურს ყველა მგზავრს დავეხმაროთ სათანადო კომპენსაციის მიღებაში. ამ მიზნის მისაღწევად სანამ მოთხოვნას გავაგზავნით ავიაკომპანიასთან ან დავიწყებთ სამართლებრივ დავას, დეტალურად ვიკვლევთ ყველა რელევანტურ საკითხს. უამინდობის გამო ფრენის გადადება ყოველთვის იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად გაფრენის აეროპორტში უნდა იყოს ცუდი ამინდი. დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენამდე თვითმფრინავი კვეთს სხვადასხვა საჰაერო სივრცეს. იმისთვის  რათა საფრთხე არ შეექმნას მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტს, თვითმფრინავი გაფრენამდე ამომწებს უამინდობის დონეს როგორც გაფრენის აეროპორტში ასევე მთელ საჰაერო გზაზე და დანიშნულების ადგილას.

ჩვენი კომპანია იაზიარებს ამ ლეგიტიმურ მიზანს. რთული ამინდის პირობები განიხილება “განსაკუთრებულ გარემოებად ” რადგან ის ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. შესაბამისად ასეთ დროს მგზავრებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ კომპენსაცია. 

 

ვმგზავრობდი მეგობრებთან ერთად, მათ უკვე მიიღეს კომპენსაცია. როდის მივიღებ თანხას მე?

გვსურს გაცნობოთ რომ ამ მხრივ სგანგაშო არაფერია. პირიქით, თუ თქვენმა მეგობრებმა მიიღეს კომპენსაცია ეს ცალსახად კარგის ნიშანია და თქვენს პოზიციებს ამყარებს. თითოეული მოთხოვნა მუშავდება დამოუკიდებლად როგორც ავიაკომპანიის, ასევე ჩვენს მიერ. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ ყველა მოთხოვნა მალე დაკმაყოფილდეს, სამწუხაროდ არ არსებობს წესი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მოთხოვნების დამუშავების თანმიმდევრობას. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნაც აუცილებლად დაკმაყოფილდება, თუმცა შესაძლებელია ეს მოხდეს უფრო მოგვიანებით ვიდრე თქვენი მეგობრების მოთხოვნა.

რატომ იწელება მოთხოვნის განხილვის პროცესი?

ზოგიერთი მოთხოვნა განიხილება დროულად, ზოგი მოთხოვნა მეტ დროს მოითხოვს. ბევრი რამ უშუალოდ ავიაკომპანიის შიდა პროცედურებზეა დამოკიდებული. მოთხოვნის განხილვის ვადა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად რომელ ავიაკომპანიასთან გვაქვს საქმე, წლის რომელ პერიოდში იგზავნება მოთხოვნა, რამდენად ბევრი მოთხოვნაა შესული ავიაკომპანიაში ერთდროულად სხვადასხვა მგზავრისგან. თუმცა იმედი არ დაკარგოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ავიაკომპანიას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. 

შემიძლია თუ არა გამოვიხმო ჩემი მოთხოვნა?

მოთხოვნის გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი მოთხოვნა. თუმცა, რა თქმა უნდა უმჯობესია ბოლომდე მიიყვანოთ პროცესი. გაითვალისწინეთ რომ მოთხოვნის უკან გათხოვა შეუძლებელია თუ კი ავიაკომპანიამ უკვე დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. 

რატომ მივიღე კომპენსაციის მხოლოდ 50%?
ევროკავშირის No. 261 რეგულაციის მიხედვით თუ მგზავრი გაუქმებული ფრენის სანაცვლოდ თანხმდება ალტერნატიული მიმართულებით დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას, მაშინ ავიაკომპანია უფლებამოსილია კომპენსაციის ოდენობა შეამციროს 50%-მდე თუ მგზავრი დანიშნულების ადგილზე ჩავა განსაზღვრული დროის განმავლობაში. ასეთი დროის ჩარჩო განსხვავდება ფრენის დისტანციის მიხედვით:

მგზავრობის დისტანცია

ჯამური დაგვიანება

ყველა ფრენა რომელიც 1,500 კმ-ზე ნაკლებია

2 საათზე ნაკლები დაგვიანება

ყველა ფრენა ევროკავშირის მასშტაბით, რომელიც 1,500 კმ-ს აღემატება

3 საათზე ნაკლები დაგვიანება

 ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული ფრენა 1,500-3,500 კმ-ის ფარგლებში

3 საათზე ნაკლები დაგვიანება

 ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული ფრენა, რომელიც 3,500 კმ-ს აღემატება

4 საათზე ნაკლები დაგვიანება

მიუხედავად იმისა რომ დაგვიანებულ ფრენებზე ამ წესის გამონაკლისი იშვიათად ვრცელდება, არსებობს ერთი გამონაკლისი:

მგზავრობის დისტანცია

ჯამური დაგვიანება

ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებული ფრენა, რომელიც 3,500 კმ-ს აღემატება

3 საათს და 4 საათს შორის დაგვიანება

ასეთ შემთხვევებშიც შესაძლებელია განახევრდეს კომპნესაცის ოდენობა.

დავის სასამართლოში ან სხვა ორგანოში გაგრძელების შემთხვევაში, წარმოეშობა თუ არა მგზავრს დამატებითი ხარჯი?
ავიაკომპანიები ხშირად ცდილობენ თავი აარიდონ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევებში ჩვენ შესაძლებელია დავიწყოთ სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურები. ეს საკმაოდ ხარჯიანი და ძვირი პროცესია, თუმცა მგზავრისთვის ფინანსური ტვირთი 0-ის ტოლია. ასეთ შემთხვევაში Sky Lawyer-ი დაფარავს ყველა სასამართლო და სამართლოს გარეშე არსებულ ხარჯებს იმის მიუხედავად თუ რა შედეგით დასრულდება დავა. დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Sky Lawyer-ის მომსახურების საკომისიო გაიზრდება კომპენსაციის ოდენობის 50%-მდე. 

ავიაკომპანიამ გააუქმა ჩემი ფრენა და ამინაზღაურა ბილეთის თანხა. ასეთ შემთხვევაში შემიძლია თუ არა კომპენსაციის მოთხოვნა?

იმ შემთხვევაში თუ ა) ავიაკომპანიამ მინიმუმ 14 დღით ადრე არ შეატყობინა მგზავრს ფრენის გაუქმების თაობაზე და ბ) შესაბამისი მგზავრი ევროკავშირის No. 261 რეგულაციის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია, მაშინ პასუხი კითხვაზე დადებიათია- მგზავრს შეუძლია მიიღოს როგორც კომპენსაცია, ასევე ბილეთის თანხის ანაზღაურება. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანია გაუქმებული ფრენის ბილეთის ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრს კომპენსაციაზე უარის თქმის განაცხადს აწერინებს ხელს. იმისთვის რომ ასეთი შემთხვევა აიცილოთ თავიდან მნიშვნელოვანია ყურადღებით წაიკითხოთ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერთ.

კომპენსაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ყოველთვის იძლევა ავიაკომპანია ახსნა-განმარტებას?

სამწუხაროდ არა. იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია არ მოგვაწვდის უარის მიზეზს, საქმეს შემდგომი რეაგირებისთვის გადავცემთ Skylawyer-ის იურისტების ჯგუფს სამართლებრივი შეფასების მიზნით. გაითვალისწინეთ რომ ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდება დავის გაგრძელება სასამართლოში ან სხვა ორგანოში ავიაკომპანიის წინააღმდეგ, ამიტომ ასეთ დროს სჯობს რომ დაუკავშირდეთ კონკრეტული ქვეყნის აციაციის სააგენტოს საქმეზე შემდგომი რეაგირებისთვის.

რა ხდება მაშინ როდესაც ავიაკომპანია უკანონოდ უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე?
ასეთ შემთხვევაში საქმე გადაეცემა Sky Lawyer-ის იურისტებს საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით. სამწუხაროდ ყველა მოთხოვნის გასაჩივრება მარეგულირებელ სააგენტოეში ან სასამართლოში შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ თქვენი ინტერესები ყველა მიმართულებით.  დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია ავიაკომპანიის წინააღმდეგ გაჩნდეს სხვა მოთხოვნებიც, შესაბამისად თუ ავიაკომპანია კონკრეტულ მოთხოვნაზე უარს უკანონოდ აცხადებს ეს არ არის მთელი ისტორიის დასასრული. 

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია საერთოდ არ იძლევა პასუხს?

ამ შემთხვევაშიც საქმე გადაეცემა იურისტებს შემდგომი რეაგირებისთვის.

როგორ უნდა მოვიქცე თუ ავიაკომპანია დამოუკიდებლად დამიკავშირდა მას შემდეგ რაც მოთხოვნა Skylawyer-ის საშუალებით გავაგზავნე ?

შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში ავიაკომპანია დამოუკიდებლად დაგიკავშირდეთ, მათ შორის სხვადასხვა სანაცვლო სარგებლის შემოთავაზების მიზნით. ასეთ და სხვა შემთხვევებში აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ Sky Lawyer-ის წარმომადგენლებს რათა ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები თქვენი ინტერესების დასაცავად.

როგორ შევძლებ ჩემი მოთხოვნის მიმდინარე სტატუსის შემოწმებას?

როგორც კი რაიმე სიახლე იქნებ თქვენ მოთხოვნასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ელფოსტის საშუალებით. თუ ასეთი ინფორმაცია არ მიგიღიათ, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ეტაპზე სიახლე არ არის. თქვენი კომფორტისთვის აპლიკაციის სტატუსის შემოწმება აგრეთვე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე თქვენს პირად პროფილში. 

რა ვადა ჭირდება კომპენსაციის მოთხოვნის განხილვას და მის დაკმაყოფილებას?

ვადები განსხვავდება, თუმცა ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ ეს დროულად განხორციელდეს. ზოგიერთი კომპანია გვპასუხობს 2-3 დღეში, ზოგი 6-8 კვირის ვადაში, ზოგი ავიაკომპანია კი საერთოდ არ გვპასუხობს. ჩვენ პროაქტიულად ვეხმიანებით და ვითხოვთ ავიაკომპანიისგან დროულ პასუხს/პროცესის დაჩქარებას. მაქსიმუმი ვადა რაც მთლიანმა პროცესმა შეიძლება წაიღოს არის 6 თვიდან 1 წლამდე. თუმცა ასეთი შემთხვევები უიშვიათესია.

როგორ შემიძლია ვისარგებლო Sky Lawyer-ის მომსახურებით?
Sky Lawyer-ის სერვისებისთ სარგებლობის მიზნით გთხოვთ  შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ აპლიკაციის ფორმა, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტით და მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ. ჩვენ შევისწავლით თქვენს პრობლემას და აუცილებლად დაგიკავშირდებით სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. საქმის შესწავლის პროცესი სრულიად უფასოა.

რა მნიშვნელობა აქვს დამაკავშირებელ ფრენას კომპენსაციის მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისას?

ზოგიერთ შემთხვევაში დამაკავშირებელი ფრენა შესაძლებელია მოექცეს ევრო კავშირის რეგულაციის მოქმედების სფეროში, მაშინ როდესაც ფრენის ცალკეული ნაწილი შესაძლოა არც კი მოხვედრილიყო მოქმედების სფეროში. მაგალითად თუ თუ ევრო კავშირის აეროპორტიდან მოფრინავთ თურქეთის გავლით საქართველოს მიმართულებით, ბუნებრივია რომ ფრენის პირველი ნაწილი ექცევა რეგულაციის მოქმედების სფეროში მაშინ როცა მეორე არა. მაგრამ ვინაიდან ეს ორი ფრენა ერთიდაიმავე ავიაკომპნაიის მიერ არის შესრულებული და ამავდროულად არის ერთიანი ფრენის ბილეთის ნაწილი მასზე რეგულაცია ვრცელდება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე - claim@skylawyer.ge, ან შეავსოთ აპლიკაცია.




მგზავრთა უფლებები

შემიძლია თუ არა მოვითხოვო დამატებითი ხარჯების დაფარვა რომელიც დაყოვნებული ფრენის შედეგად წარმოიშვა? (მაგ. სასტუმრო, ახალი ავიაბილეთი, საკვები და ა.შ.)

Sky Lawyer-ის სერვისები ძირითადად ფარავს ისეთ მოთხოვნებს რომელიც ევროკავშირის No. 261 რეგულაციის საფუძველზე წარმოიშვება. აღნიშული რეგულაცია ზუსტად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. მიუხედავად ამისა მგზავრებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუგზავნონ დამატებითი მოთხოვნები ავიაკომპანიებს იმ დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად რომელიც მათ გაწიეს დაყოვნებული ფრენის გამო. საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში მგზავრებს მონრეალის კონვენციის საფუძველზე ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება დაყოვნებული ფრენის გამო. კომპენსაცია მოიცავს იმ ხარჯებს, რომელიც მგზავრს დამატებით წარმოეშვა. ევროკავშირის კანონმდებლობა ხშირ შემთხვევაში ავიაკომპანიას აგრეთვე ავალდებულებს მგზავრი უზრუნველყოს საკვებით.

რა შემთხვევაში ეკუთვნით დაგვიანებული ფრენის მგზავრებს კომპენსაცია?

ფრენის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის უფლება დამოკიდებულია რამდენიმე კრიტერიუმის არსებობაზე:

1) ფრენა უნდა სრულდებოდეს ევროკავშირის აეროპორტის მიმართულებით ევროკავშირის ავიაკომპანიის მიერ, ან 

2) ფრენა უნდა სრულდებოდეს ევროკავშირის აეროპორტიდან ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ.

3) მგზავრის საბოლოო დანიშნულების ადგილას დაგვიანება უნდ ააღემატებოდეს სამ საათს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლია შეამოწმოთ ჩვენ ვებგვერდზე, კომპენსაციის უფლების შემოწმების ფორმის შევსებით.

როგორ გავიგო მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია?

უფლების არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ ჩვენ ვებგვერდზე კომპენსაციის უფლების შემოწმების ფორმის შევსებით. ფორმის შევსება უფასოა და არ წარმოშობს ფინანსურ ვალდებულებას. სულ რაღაც 5 წუთამდე სჭირდება შევსებას რის შემდეგ იღებთ მყისიერ უკუკავშირს თქვენს უფლებებთან დაკავშირებით.

 

ავიაკომპანია უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, როგორ მოვიქცე?

თუ მიგაჩნიათ რომ გეკუთვნით კომპენსაცია და ავიაკომპანია უკანონოდ აცხადებს უარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ნუ იღელვებთ. შეავსეთ აპლიკაციის ფორმა ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე claim@skylawyer.ge და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ რათა დაგეხმაროთ კომპენსაციის მიღებაში. Sky Lawyer მზად არის ავიაკომპანიის წინააღმდეგ იდავოს სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში თუ იგი უარს განაცხადებს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.

თქვენს ვებ-გვერდზე არსებული აპლიკაცია მატყობინებს რომ არ მეკუთვნის კომპენსაცია, როგორ მოვიქცე?

თუ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული აპლიკაციის მიხედვით თქვენ არ გეკუთვნით კომპენსაცია, სავარაუდოდ თქვენი მოთხოვნა არ პასუხობს რომელიმე სავალდებულო კრიტერიუმს, რაც დადგენილია ევროკავშირის რეგულაციით. თუ მიიჩნევთ რომ მოთხოვნა არასწორად შეფასდა, გთხოვთ მოგვწეროთ ელფოსტაზე - claim@skylawyer.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე.

რა განიხილება “განსაკუთრებულ გარემოებებად” რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა?

ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ავიაკომპანია არ არის პასუხისმგებელი ისეთ დაგვიანებებზე რომელიც გამოწვეულია “განსაკუთრებული გარემოებებით”. ეს ისეთი გარემოებებია, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მაშინაც თუ ავიაკომპანია ყველა გონივრულ ზომას მიიღებდა მის აღსაკვეთად. ეს მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო გარემოებებს, აეროპორტის ან საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვას, ძლიერ უამინდობას, საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. აგრეთვე ყველა ისეთ შემთხვევას, რომელიც კვალიფიცირდება ფორს მაჟორად. მაგალითად, საომარი და საგანგებო მდგომარეობა, გადატრიალება, მიწისძვრა, ქარიშხალი, ვულკანის ამოფრქვევა და ა.შ. ყველა მსგავსი შემთხვევა ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

ჩემს ფრენას დააგვიანდა 3 საათზე ნაკლები დროით, მაგრამ დამაკავშირებელ ფრენას ვერ მივუსწარი. ასეთ შემთხვევაში შემიძლია თუ არა მოვითხოვო კომპენსაცია?

დიდი ალბათობით პასუხი დადებითია. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, კომპენსაციის უფლების მოთხოვნა დამოკიდებულია საბოლოო დანიშულების ადგილას დაგვიანების ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, თუ კი დამაკავშირებელ ფრენაზე ავიაკომპანიის ბრალით დაგვიანებამ გამოიწვია მგზავრის საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა 3 საათზე მეტი დროით გვიან  მაშინ მგზავრს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რომ ყველა დამაკავშირებელი ფრენა იყოს ერთიანი ფრენის ნაწილი და მთლიანი ფრენა იყოს დაჯავშნილი ერთი ჯავშნის ქვეშ.

შემიძლია თუ არა კომპენსაციის მოთხოვნა დაბალი ბიუჯეტიანი ავიაკომპანიისგან ან ჩარტერული რეისის შემთხვევაში?

ყველა ფრენა, რომელიც ევროკავშირის No. 261 რეგულაციის  შესაბამისად განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში ექცევა წარმოშობს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას მგზავრისთვის.

შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნა ისეთი ავიაკომპანიისგან რომელიც აღარ არსებობს?

თეორიულად შესაძლებელია. თუმცა Sky Lawyer-ს გაუჭირდება ასეთი მოთხოვნების ეფექტური მართვა. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში კომპენსაციის მიღების ალბათობა საგრძნობლად დაბალია. სავარაუდოდ ასეთი კომპანიის ფინანსური რესურსები უკვე ამოწურულია და აღარ აქვს მგზავრის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

შემიძლია თუ არა კომპენსაციის მიღება იმ შემთხვევაში როდესაც ავიაკომპანიამ შემატყობინა ფრენის გაუქმების შესახებ ფრენის დღეს?

დიახ, ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია; გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ავიაკომპანიამ შემოგთავაზათ ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იძლეოდა დაგეგმილზე არაუმეტეს ერთი საათით ადრე გამგზავრების საშუალებას და საბოლოო დანიშნულების ადგილას ჩახვიდოდით დაგეგმილზე არაუგვიანეს ორ საათისა, ფრენის დისტანციის გათვალისწინებით. 

შემიძლია თუ არა კომპენსაციის მოთხოვნა იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანიამ უკვე აღმომიჩინა დახმარება (მაგ. საკვებით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ა.შ.)?

შეგიძლიათ. ევროკავშირის No.261 რეგულაცია რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიის ამ ვალდებულებას დამოუკიდებლად აწესებს. გარდა ამისა, დამატებით შეგიძლიათ მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.

შემიძლია თუ არა კომპენსაციის მიღება დაგვიანებულ/გაუქმებულ/გადაჯავშნილ ფრენებზე თუ ავიაკომპანიისგან უკვე მივიღე ვაუჩერი?

დიახ - თუ მიღებული ვაუჩერის ღირებულება კუთვნილ კომპენსაციაზე ნაკლებია. მაგალითად, თუ გეკუთვნით 600€ კომპენსაცია და ავიაკომპანია გაძლევთ 250€-ს ღირებულების ვაუჩერს, ამ შემთხვევაში მაინც გეკუთვნით დარჩენილი 350 ევროს კომპენსაცია. ასევე შეგიძლიათ დააბრუნოთ მიღებული ვაუჩერი და მოითხოვოთ კუთვნილი კომპენსაცია სრულიად. თუ საქმე გვაქვს გადაჯავშნილ ფრენასთან და ავიაკომპანიამ შემოგთავაზათ ვაუჩერი და მოგვიანებით ფრენა თქვენი ბილეთის სანაცვლოდ, რასაც დათანხმდით, ასეთ შემთხვევაში კომპენსაცია აღარ გეკუთვნით. ვინაიდან თქვენ ნებაყოფლობით დათმეთ ბილეთი და ავიაკომპანიასთან დადეთ ახალი შეთანხმება.

როგორ მოვიქცე თუ ავიაკომპანიამ უკვე შემომთავაზა კომპენსაცია?

როგორც წესი ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული კომპენსაციის ოდენობა იმაზე ნაკლებია ვიდრე ევროკავშირის No.261 რეგულაციით არის გათვალისწიებული. თუ ავიაკომპანიამ შემოგთავაზათ მოგზაურობის ვაუჩერი ან უფასო სამგზავრო დისტანცია, თქვენ Skylawyer-ის საშუალებით კვლავ შეგიძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა.

ავიაკომპანიამ ჩასხდომაზე მითხრა უარი ფრენის გადაჯავშნის გამო, შემიძლია თუ არა მოვითხოვო კომპენსაცია?
როდესაც მგზავრებს უარს ეუბნებიან ჩასხდომაზე, ავიაკომპანია პირველ რიგში ვალდებულია მოძებნოს მოხალისე რომელიც თავისი ნებით უარს იტყვის მის ადგილზე კონკრეტული პრივილეგიებისა და სარგებლის სანაცვლოდ. ამასთან ავიაკომპანიამ მოხალისეს უნდა შეთავაზოს ბილეთის ფასის ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი. მგზავრს შეიძლება ეკუთვნოდეს კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე დისტანციისა და საბოლოო დანიშულების ადგილას ჯამური დაგვიანების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრი საკუთარი ნებით ამბობს უარს მის ადგილზე ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებული სარგებლის სანაცვლოდ, ასეთ დროს როგორც წესი მგზავრი კარგავს ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლებას.

იმ შემთხვევაში თუ მოხალისე აირჩევს ალტერნატიულ მარშრუტს ავიაკომპანია საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია მგზავრი უზრუნველყოს საკვებით, სატელეფონო ზარითა და საცხოვრებლით (ერთი ღამე ან მეტი). ავიაკომპანია აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის ტრანსპორტირება აეროპორტიდან საცხოვრებლამდე.

ჩემი ფრენა დაგვიანდა, მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია?

თუ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩახვალთ სამი სააათის ან მეტი დროის დაგვიანებით გეკუთვნით კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე. კომპენსაციის უფლება არ გაქვთ თუ ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ დაგვიანება განპირობებული იყო განსაკუთრებული გარემოებებით (უამინდობა, აეროპორტის ან  ნავიგაციის სააგენტოს თანამშრომელბის გაფიცვა, უსაფრთხოების ზომები და ა.შ.)

მგზავრი ასევე უფლებამოსილია ავიაკომპანიისგან მოითხოვოს სატელეფონო ზარი, საკვები და სასმელი, ტრანსპორტირება საცხოვრებელში თუ სახეზეა შემდეგი პირობები:

  • დაგვიანების ხანგრძლივობაა 2 საათი ან მეტი, 1500 კმ ან ნაკლებ დისტანციაზე ფრენებისთვის ;
  • დაგვიანების ხანგრძლივობაა 3 საათი ან მეტი, ევროკავშირში განხორციელებული ფრენებისთვის; (სხვა ფრენების შემთხვევაში კი ფრენის დისტანცია მერყეობს 1500-3500 კმ-ს შორის).
  • დაგვიანების ხანგრძლივობაა 4 საათი ან მეტი, ფრენებზე რომლის დისტანცია აჭარბებს 3500კმ-ს და განხორციელდა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.

თუ დაგვიანების ხანგრძლივობა აჭარბებს 5 საათს და მგზავრი გადაწყვვეტს რომ აღარ გააგრძელოს ფრენა, ასეთ შემთხვევაში მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ბილეთის თანხის ანაზღაურება და უკან გაფრენა იმ აეროპორტში საიდანაც იგი გამოფრინდა.

ჩემი ფრენა გაუქმდა, შემიძლია მოვითხოვო კომპენსაცია?

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე ოდენობით დისტანციისა და საბოლოო დანიშულების ადგილზე ჩასვლის ჯამური დაგვიანების გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ავიაკომპანიის მიერ გაუქმების შესახებ ინფორმირებული იყავით 14 დღით ან უფრო მეტი დროით ადრე ან ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის გაუქმება განპირობებული იყო განსაკუთრებული გარემოებებით.

კომპენსაციის გარდა ავიაკომპანიამ უნდა შემოგთავაზოთ:

  • ბილეთის ფასის ანაზღაურება 7 დღის განმავლობაში; ან
  • ალტერნატიული მარშრუტი საბოლოო დანიშნულების ადგილას მსგავსი პირობებით.

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აგრეთვე მოთხოვნილი იყოს სატელეფონო ზარი, საკვები, სასმელი, საცხოვრებელი და ტრანსპორტირება. 

შეუძლია თუ არა ავაიაკომპანიას შეამციროს კომპენსაციის ოდენობა?

ზოგიერთ შემთხვევაში ავიაკომპანია უფლებამოსიალია შეამციროს ფულადი კომპენსაციის ოდენობა 50%-ით. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ა) თქვენ შემოგთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და ბ) საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლის რეალურ დროსა და დაგეგმილ ჩასვლის დროს შორის სხვაობა არ აღემატებოდა:

  • 2 საათს, 1500 კმ-მდე დისტანციის შემთხვევაში;
  • 3 საათს, 1500-3500 კმ-მდე დისტანციის შემთხვევაში;
  • 4 საათს, 3500 კმ-ზე მეტი დისტანციის შემთხვევაში.
რა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მაქვს?

ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია ფრენის დისტანციაზე.

 

დაგვიანება (საბოლოო დანიშნულების ადგილას პოტენციური გადაჯავშნის ან/და ალტერნატიული მარშრუტის შემთხვევაში)

დისტანცია

2 საათზე ნაკლები

2 საათზე მეტი

3 საათზე მეტი

4 საათზე მეტი

არ ჩაფრენილა

ჩასხდომაზე უარი *

€ 250

€ 250

€ 250

€ 250

€ 250

< 1500 კმ

€ 400

€ 400

€ 400

€ 400

€ 400

1500 კმ < 3500 კმ

€ 600

€ 600

€ 600

€ 600

€ 600

3500 კმ <

დაგვიანება

€ 0

€ 0

€ 250

€ 250

€ 250

< 1500 კმ

€ 0

€ 0

€ 400

€ 400

€ 400

1500 კმ < 3500 კმ

€ 0

€ 0

€ 300

€ 600

€ 600

3500 კმ <

გაუქმება**

€ 125

€ 250

€ 250

€ 250

€ 250

< 1500 კმ

€ 200

€ 200

€ 400

€ 400

€ 400

1500 კმ < 3500 კმ

€ 300

€ 300

€ 300

€ 600

€ 600

3500 კმ <

 
*კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი დაუყოვნებლივ და მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებისა.

** კომპენსაცია შეიძლება შემცირდეს ავიაკომპანიის მიერ თუ დაგვიანება, მას შემდეგ რაც შეთავაზებული და მიღებული იქნა ალტერნატიული მარშუტი, იყო 2, 3, ან 4 საათზე ნაკლები, დისტანციის გათვალისწინებით.

 

რომელი ქვეყნები და ავიაკომპანიები ექცევა ევროკავშირის მგზავრთა უფლებების კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ?

ევროკავშირის No. 261 რეგულაციაში განმტკიცებული მგზავრთა უფლებები ვრცელდება:

  • ყველა ავიაკომპანიაზე რომელიც მოფრინავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტიდან.
  • ავიაკომპანიაზე, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში (მათ შორის ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში) და ახორციელებს ფრენას ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტის მიმართულებით.

Sky Lawyer ემსახურება ნებისმიერ მგზავრს რომელიც ევროკავშირის No.261 რეგულაციის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია.

უნდა ვიყო თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე რათა მივიღო კომპენსაცია?

არა. კომპენსაცია შეგიძლია მოითხოვო მაშინაც თუ არ ხარ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ევროკავშირის No. 261 რეგულაციის მიხედვით მგზავრის მოქალაქეობა კომპენსაციის მიღების უფლებაზე გავლენას არ ახდენს.

რის საფუძველზე ვიღებ ფულად კომპენსაციას?

ევროკავშირის მიერ 2004 წელს დამტკიცებული რეგულაცია No. 261  ავიამგზავრებს ანიჭებს უფლებას მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება მაშინ როდესაც ავიაკომპანიის ბრალით მგზავრებს აგვიანდებათ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა 3 საათზე მეტი დროით. თქვენი დრო ძვირფასია, შესაბამისად ავიაკომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ ფულადი კომპენსაცია თუ კი დაგეგმილზე 3 საათით ან მეტი დროით დაგიგვიანათ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა.

როგორია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა?

კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის ერთიანი ვადა არ არის დადგენილი ევროკავშირის კანონმდებლობით. ვადა რა დროის განმავლობაშიც მგზავრებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია წარსულში ფრენის დაგვიანებაზე ან გადადებაზე, დამოკიდებულია ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე, რომელიც ვრცელდება ყოველ კონკრეტულ რეისზე. ქვემოთ იხილეთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადები ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მიხედვით:

ქვეყანა

ვადა

ქვეყანა

 ვადა

 ავსტრია

3 წელი

იტალია

26 თვე

ბელგია

1 წელი

ლატვია

2 წელი

ბულგარეთი

5 წელი

ლიეტუვა

3 წელი

ხორვატია

3 წელი

მალტა

უვადო

კვიპროსი

6 წელი

ნიდერლანდები

2 წელი

ჩეხეთის რესპუბლიკა

3 წელი

ნორვეგია

3 წელი

დანია

3 წელი

პოლონეთი

1 წელი

ესტონეთი

3 წელი

პორტუგალია

3 წელი

ფინეთი

3 წელი

რუმინეთი

3 წელი

საფრანგეთი

5 წელი

სლოვაკეთი

2 წელი

გერმანია

3 წელი

სლოვენია

2 წელი

საბერძნეთი

5 წელი

ესპანეთი

5 წელი

უნგრეთი

5 წელი

შვედეთი

3 წელი

ისლანდია

2 წელი

შვეიცარია

2 წელი

ირლანდია

6 წელი

გაერთიანებული სამეფო

6 წელი

ლუქსემბურგი

10 წელი

 

 

 

შემიძლია თუ არა მოვითხოვო კომპენსაცია ისეთ ფრენაზე რომლის საფასურიც ჩემმა დამსაქმებელმა გადაიხადა?

ფულადი კომპენსაციის უფლება მგზავრის უფლებაა, განურჩევლად იმისა თუ ვინ დაფარა მგზავრობის საფასური. თუ საქმიან ვიზიტზე დააგვიანეთ თქვენ როგორც მგზავრს შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია და ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).




დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები

რა არის “ალტერნატიული მარშრუტის დადასტურება” და სად შემიძლია ვნახო?

ალტერნატიული მარშრუტის დადასტურება ავიაკომპანიის მიერ თქვენი ფრენის ალტერნატიული ფრენით ჩანაცვლების დადასტურებაა. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ბილეთი, რომელსაც ფრენის გაუქმების შემდეგ მიიღებდით ან თუ მხოლოდ დასტური გვესაჭიროება, შეგიძლიათ წარმოადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დანიშნულების აეროპორტში შეიძინეთ. ასეთი დოკუმენტის მაგალითებია, ბარგის თაგი, მოკლეტექსტური შეტყობინება ან ელ-ფოსტა ავიაკომპანიისგან, ან სულაც ალტერნატიული ფრენის ჩასხდომის ბარათი. დარწმუნდით რომ თარიღი და დრო ან ფრენის ნომერი კარგად ჩანს ქვითარზე. ევროკავშირის რეგულაცია No.261 მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს დაგვიანების ხანგრძლივობას. შესაბამისად ჩვენ უნდა შეგვეძლოს დავადასტუროთ რეალური დაგვიანების ხანგრძლივობა.

ეს ინფორმაცია გვეხმარება ავიაკომპანიასთან ურთიერთობის დროს ან საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად. 

სამწუხაროდ ჩემი ელექტრონული ბილეთი/ჩასხდომის ბარათი აღარ მაქვს, როგორ მოვიქცე?

მოთხოვნის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე დიდი ალბათობით დაგვჭირდება მგზავრის ელექტრონული ბილეთი. აღნიშნული დოკუმენტი აუცილებელია თქვენი საქმის დეტალების დასამუშავებლად, ხანდახან ავიაკომპანიაც ითხოვს მის წარდგენას. შეძენის შემდეგ, როგორც წესი, ელექტრონული ბილეთი იგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. თუ თქვენს ელ ფოსტაში ვერ მოიძიეთ ბილეთი სცადეთ ავიაკომპანიის ვებგვერდიდან შესაბამისი დეტალების (ჯავშნის ნომერი, ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და ა.შ.) შეყვანა და ელექტრონული ბილეთის ხელახალი ჩამოტვირთვა .

იშვიათ შემთხვევებში ზოგიერთი ავიაკომპანია, სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანო ითხოვს ჩასხდომის ბარათის, როგორც მტკიცებულების წარდგენას. ჩასდომის ბარათი ერთგვარი მტკიცებულებაა იმისა რომ ნამდვილად იმგზავრეთ კონკრეტული რეისით. თუ არ გაქვთ ჩასხდომის ბარათი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას და მოითხოვეთ ჩასხდომის სერთიფიკატი. ჩვენი მიზნებისთვის ეს დოკუმენტიც მისაღებია.

არასრულწლოვანი მგზავრების შემთხვევაში ვინ უნდა მოაწეროს ხელი მინდობილობას?

ასეთ შემთხვევაში მინდობილობას ხელს აწერს არასრულწლოვანის მშობელი ან მეურვე/მზრუნველი. სასურველია დოკუმენტს ჰქონდეს წარწერა თუ ვისი სახელით ეწერება ხელი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით - claim@skylawyer.ge.

როგორ გამოგიგზავნოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია?

არსებობს დოკუმენტების მოწოდების ორი გზა:

  1. შესაძლებელია დოკუმენტების გამოგზავნა აპლიკაციის შევსების გზით სადაც შესაბამის გრაფაში შეგიძლიათ ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
  2. აგრეთვე შეგიძლიათ დოკუმენტები და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გადმოგვიგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: claim@skylawyer.ge
რა არის ჯავშნის ნომერი და სად შემიძლია ვიპოვნო?

ბილეთის გაყიდვისას ავიაკომპანია ბილეთს ანიჭებს სპეციალურ ნომერს. ის შეგიძლიათ იხილოთ თავად ელექტრონულ ბილეთზე ან დაჯავშნის/შესყიდვის დამადასტურებელ ელეტქრონულ წერილზე. ჯავშნის ნომერი ავიაკომპანიას ეხმარება მოიძიოს და დაამუშავოს თქვენი მოთხოვნა. ჯავშნის ნომერი როგორც წესი 6 ნიშნისგან შედგება და ასოებისა და ციფრების ერთობლიობაა. ზოგიერთი ავიაკომპანია მას PRN ან Record Locator-საც უწოდებს.

უზიარებთ თუ არა ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე პირებს?

თქვენი თანხმობის გარეშე ამ ინფორმაციას მესამე პირებს არ ვუზიარებთ. Skylawyer-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

როგორ ინახება დოკუმენტები რომელსაც თქვენ გაწვდით? როგორია მისი დაცულობის დონე?

ჩვენ სრულად ვიცავთ პერსონალური მონაცემების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად თქვენი მონაცემები სანდო ხელშია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ Sky Lawyer-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

რისთვის გჭირდებათ ჩემი პასპორტი?

მოთხოვნის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის ზოგიერთი ავიაკომპანია მოითხოვს მგზავრის პასპორტის ასლს. იმისათვის რათა არ შეყოვნდეს მოთხოვნის განხილვის პროცესი საჭიროა რომ გვქონდეს მგზავრის პასპორტი.

რისთვის გჭირდებათ მინდობილობა?

მინდობილობა Sky Lawyer-ს უფლებამოსილებას ანიჭებს მგზავრის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში მგზავრის სახელით დაიწყოს სამართლებრივი დავა სასამართლოში ან სხვა ორგანოში. ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება თქვენი მოთხოვნის დამუშავება და კომპენსაციის მოპოვება.

რა დოკუმენტების გამოგზავნა მევალება?

ეს დოკუმენტებია: ხელმოწერილი მინდობილობა, ელექტრონული ბილეთის ასლი და პასპორტის ასლი.




სხვადასხვა

როგორ და როდის მივიღებ ჩემს კომპენსაციას?

მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღებთ კომპენსაციას ავიაკომპანიისგან, მოგთხოვთ თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მოწოდებას რომელზეც დაგერიცხებათ თანხა. როგორც წესი, კომპენსაციას ვრიცხავთ ავიაკომპანიის მიერ გადმორიცხული თანხის ჩვენს ანგარიშზე ასახვის დღიდან არაუგვიანეს 2-3 სამუშაო დღეში. 

რა ღირს თქვენი მომსახურება?

ჩვენი მომსახურების საფასურია ავიაკომპანიისაგან მოპოვებული კომპენსაციის 25%. აღნიშნული აგრეთვე მოიცავს ჩვენს მიერ მომსახურების გაწევის პროცესში გაწეულ სხვადასხვა ხარჯებს.

რა არის IBAN და SWIFT კოდები და როგორ შეიძლება ვიპოვო?

IBAN არის თქვენი საბანკო ანგარიშის უნიკალური ნომერი რომელიც გამოიყენება საბანკო გადარიცხვებისას. SWIFT ან BIC კოდები კი გამოიყენება საბანკო დაწესებულების, მისი ადგილსამყოფელისა და სათავო ოფისის იდენტიფიკაციის მიზნისთვის. ორივე ამ კოდის პოვნა შესაძლებელია თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერზე.

შეგიძლიათ თუ არა დაგვეხმაროთ ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში?

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდა არ ხდება ზუსტად იგივე წესით როგორც ეს ფრენის დაგვიანების, გაუქმების ან ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად ელ-ფოსტაზე claim@skylawyer.ge და შევეცდებით დაგეხმაროთ.

რა მომსახურებას მთავაზობს Sky Lawyer?

Sky Lawyer-ი გთავაზობთ იურიდიულ დახმარებას კუთვნილი ფულადი კომპენსაციის მიღებაში იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფრენა გადაიდო, დაგვიანდა ან ჩასხდომაზე გითხრეს უარი. ჩვენ უკვე დავეხმარეთ არაერთ სხვა მგზავრს კომპენსაციის მიღებაში და ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

მივმართე ავიაკომპანიას და ჩემი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კვლავაც შემიძლია ვისარგებლო Sky Lawyer-ის მომსახურებით?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ! თუ თქვენი საჩივარი ავიაკომპანიამ უარყო, მოგვმართეთ და მოგვიყვეთ თქვენი პრობლემის შესახებ. ჩვენ გამოვიკვლევთ უარის დასაბუთებულობას და საჭიროების შემთხვევაში თქვენი სახელით გავაგრძელებთ დავას.