კომპანიის შესახებ


მსოფლიოს მასშტაბით, ყოველთვიურად რამდენიმე ათეული ათასი ფრენა უქმდება ან/და აგვიანებს დანიშნულების ადგილზე დაგეგმილ დროს ჩაფრენას. კიდევ უფრო მეტია ისეთი შემთხვევა როდესაც ავიაკომპანია სხვადასხვაგვარად არღვევს მგზავრთა უფლებებს. სამწუხაროდ, ავია რეისების მგზავრთა დიდ ნაწილს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებებისა და იმ სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ რაც მგზავრთა ინტერესებს იცავს. ხოლო ის მგზავრები რომლებმაც იციან საკუთარი უფლებების შესახებ, ხშირად ვერ აღწევენ წარმატებას რადგანაც ავიაკომპანიები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ბარიერებს და ხერხებს რათა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა. ხშირად ავიაკომპანია ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს მგზავრის ინდივიდუალურ საჩივარს, გაწელოს დრო, მგზავრს შესთავაზოს სხვა ალტერნატიული სარგებელი რაც გაცილებით ცოტაა ვიდრე კუთვნილი კომპენსაცია, მოიყვანოს „დამაჯერებელი“ თუმცა არასწორი კონტრარგუმენტი ან სხვა სხვე მეთოდებით აიძულოს მგზავრს ხელი ჩაიქნიოს კუთვნილ კომპენსაციაზე.

ეს უთანასწორო დაპირისპირებაა რადგან ავიაკომპანიას გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია და რესურსი აქვს ვიდრე ინდივიდუალურ მგზავრს. ჩვენი მიზანია ამ უთანასწორობის დაბალანსება და მგზავრთა ინტერესების სათანადოდ დაცვა ავიაკომპანიათა წინაშე.

Sky Lawyer არის ქართული კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი იურისტებით და ავიამგზავრებს თავაზობს იურიდიულ მომსახურებას ავიაკომპანიებთან ურთიერთობაში. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი ფრენა დაგვიანდა, გაუქმდა, ჩასხდომაზე გეთქვათ უარი ან შეგექმნათ სხვაგვარი პრობლემა ფრენის დროს, ჩვენ შევძლებთ თქვენი სახელით ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტის შედგენას, დავისა და მოლაპარაკებების წარმოებას ავიაკომპანიასთან, ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის გავლას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში დავის გაგრძელებას.  

თუ თვლით რომ რომელიმე ავიაკომპანიამ დაარღვია თქვენი უფლება გთხოვთ შეავსოთ საჩივრის ფორმა ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: claim@skylawyer.ge. ჩვენი გუნდი უფასოდ შეისწავლის თქვენს პრობლემას და დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.